"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" სადისკუციო კლუბში ზაზა ხატიაშვილი სტუდენტებს შეხვდა

20 იანვარი 2014

"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" სადისკუსიო კლუბ „სამოქალაქო ჩართულობაში“ სტუდენტების თხოვნით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი სტუდენტებს შეხვდა.

უფლებადამცველმა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ყოფნის გასული ოთხი წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა ადვოკატებისა და სტუდენტების როლზე  სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასთან მიმართებაში.

ხატიაშვილმა იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომლებიც დღეს კანონმდებლობაში არსებობს და დასძინა, რომ აუცილებელია, განხორციელდეს  ის ფუნდამენტური ცვლილებები,  რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის არის აუცილებელი.

შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებს მიეცათ საშუალება დაესვათ კითხვები და წამოეჭრათ მათთვის საინტერესო და პრობლემური საკითხები.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი